ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 43 დოლარამდე შემცირდა

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 43 დოლარამდე შემცირდა

ბოლო დღეებში ნავთობის მსოფლიო ფასი კლებას განაგრძობს. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 43 დოლარმდე შემცირდა და ექვსი წლის მინიმუმს მიაღწია, ხოლო “ბრენტის” ტიპის ნავთობის 54 დოლარამდე შემცირდა. ერთი თვის წინ ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 54 დოლარი ღირდა, ხოლო “ბრენტი” 63 დოლარი. თუმცა, საქართველოში, ლარის 25%-იანი გაუფასურების გამო, ბოლო დღეებში ლიტრი ბენზინი 5-10 თეთრით გაძვირდა.

ნავთობის გაიაფების ძირითადი მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდაა, რაც დოლარის კურსის გამყარებაზეც აისახა. ბოლო ერთ თვეში ევრო აშშ დოლარის მიმართ 8%-ით გაუფასურდა და ერთი დოლარი უკვე 1.06 ევრო ღირს. ანალიტიკოსთა აზრით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების (საპროცენტო განაკვეთის ზრდა) და ევროპის ცენტრაული ბანკის მიერ მონეტარული ექსპანსიის (ევროს მასის ზრდა) ფონზე, დოლარის კურსი ევროს მიმართ 1.0-ს ჩამოსცდება. ამ პროცესის შედეგად შესაძლოა ლარი ევროს მიმართ გამყარდეს, თუმცა დოლარის მიმართ გაუფასურების ზეწოლა გაძლიერდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.