Forbes Georgia: 30 Under 30 - ტექნოლოგიები

Forbes Georgia: 30 Under 30 - ტექნოლოგიები

Forbes Georgia პროექტს 30 Under 30-ს იწყებს. ჩვენ შევადგინეთ ქართველი ოცდაათწლამდელი წარმატებული ახალგაზრდების ასეული, ვის შერჩევაშიც სხვადასხვა სფეროს ექსპერტები დაგვეხმარნენ.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ადამიანების სიის შედგენას, რომლებმაც წარმატებას 30–წლამდელ ასაკში უკვე მიაღწიეს. ამ სიაში მოხვედრილი ახალგაზრდები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი არიან გაბედულები, ენერგიულები, შემოაქვთ სიახლე და აქვთ თავიანთი ხედვა.

წარმოგიდგენთ რჩეულებს ტექნოლოგიების სფეროში:

ანანო ასპანიძე, 27
“ჯეოლაბი”
, ვებ-დეველოპერი.

ანანო ბოდოკია, 24
Capsulo,
პროგრამული ინჟინერი.

გიორგი გაბარაშვილი, 28
მასდარის ინსტიტუტის
მკვლევარი ინჟინერი.

გივი ბერიძე, 21
Edison
, დამფუძნებელი.

გიორგი კინწურაშვილი, 26
საქართველოს ბანკი
, ციფრული ბანკინგის ინოვაციების მენეჯერი.

მარიამ კობიაშვილი, 26
Google
, პროგრამული ინჟინერი.

ელენე ლაცოშვილი, 29
თავისუფალი უნივერსიტეტი
, პროგრამირების ლექტორი.

ანუკი რობაქიძე, 24
Celtra
, პროგრამული ინჟინერი.

თემო ჩიჩუა, 21
ინჟინერ-გამომგონებელი.

დიმიტრი ცხოვრებაძე, 21
InGlove
, აღმასრულებელი დირექტორი.

———-
ტექნოლოგიების სფეროს ჟიური:

ნინუცა ნანიტაშვილი, ტექინოვაციების სპეციალისტი.

სანდრო ასათიანი, “ჯეოლაბის” თანადამფუძნებელი.

ლაშა კვანტალიანი, “ტრიპექსის” თანადამფუძნებელი.

———- 
ფოკუსში: ანანო ბოდოკია, 24. Capsulo, პროგრამული ინჟინერი.

ტექნოლოგიები ხშირად მამაკაცების მიერ დომინირებულ სფეროდ მოიაზრება, თუმცა ანანო ბოდოკია და მისნაირი პროფესიონალი ახალგაზრდა ქალები ამ სტერეოტიპს ანგრევენ. ანანოსთვის ეს არც ისე რთულია, მისი იარაღები მხოლოდ ლეპტოპი და, რა თქმა უნდა, გამჭრიახი გონებაა.

დღესდღეობით ანანოს მთავარი სამუშაო ყავის წარმოების კომპანია Capsulo-სთან არის დაკავშირებული, სადაც ის ყავის კაფსულების ვენდინგ– მანქანების სისტემების გამართვით არის დაკავებული. თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, იგი მუდმივად იღებს საკუთარ თავზე სხვადასხვა ფრილანსერულ დავალებებს. ადრე ის კომპანია AzRy-ში მუშაობდა, რომელიც კლიენტებს პროგრამული დახმარებით უზრუნველყოფდა და მათ პრობლემების გადაჭრას ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობდა. კომპანიის კომპეტენტური გუნდის წევრი ანანოც იყო, სადაც ის ავტობუსების მართვის სისტემებზე და სხვა მრავალ პროექტზე მუშაობდა.

სწორედ ეს მუდმივი ძიება და ახალი გამოწვევები აძლევს საშუალებას ანანოს, საკუთარი თავი გამოსცადოს და ახალი გამოწვევების წინაშე წარდგეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შემართება და უკვე დაგროვილი სამუშაო გამოცდილება აუცილებლად გახდება მომავალი წარმატებების გარანტი.