Forbes: სპორტის ყველაზე გავლენიანი აგენტები 2022 წლისთვის

Forbes: სპორტის ყველაზე გავლენიანი აგენტები 2022 წლისთვის

Forbes-მა 2022 წლის სპორტის ყველაზე გავლენიანი აგენტების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგი ჩრდილოეთ ამერიკის სპორტული გუნდების აგენტებს აერთიანებს იმ მაქსიმალური საკომისიოების შეფასებით, რომლებიც აგენტებს მათ მმართველობაში არსებული კონტრაქტებიდან შეუძლიათ, მიიღონ. ცნობისთვის, რეიტინგის წინა გამოცემებისგან განსხვავებით, მიმდინარე წლის სიაში ევროპული საფეხბურთო კლუბების აგენტები არ შედიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ Forbes-ის ყველაზე გავლენიანი აგენტების რეიტინგი მხოლოდ სათამაშო კონტრაქტებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, რეიტინგი გამორიცხავს ისეთ სპორტულ სახეობებს, როგორიც, მაგალითისთვის, გოლფი და ჩოგბურთია, ვინაიდან ისინი ძირითადად მარკეტინგულ კონტრაქტებზე არიან ფოკუსირებულნი. რეიტინგში წარმოდგენილი აგენტების კონტრაქტები მათი მოქმედი გარიგებების სრული ღირებულების შეფასებაა და მოიცავს როგორც უკვე გადახდილ, ასევე გადასახდელ თანხას.

აგენტთა საკომისიოების დასადგენად, Forbes-მა კონტრაქტის ღირებულება შესაბამისი ლიგის კავშირის მიერ აგენტისთვის დადგენილ მაქსიმალურ გადასახადზე გადაამრავლა. გადასახადები კი შემდეგნაირად ნაწილდება: ნაციონალური საფეხბურთო ლიგა (NFL) – 3%, ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBA) და ნაციონალური ჰოკეის ლიგა (NHL) – 4% და ბეისბოლის მთავარი ლიგა (MLB) – 5%.

არაა გასაკვირი, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში 2022 წლის ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტების რეიტინგში სკოტ ბორასი ლიდერობს, 106 კლიენტითა და $3.83 მილიარდად შეფასებული სათამაშო კონტრაქტებით. სხვა ლიგებთან შედარებით, MLB-ის ყველაზე მაღალი, 5%-იანი განაკვეთით, რომელიც  აგენტმა სავალდებულოდ უნდა გადაიხადოს, ბორასის მაქსიმალური საკომისიოები $191 მილიონს აღწევს. მეორე ადგილზეა NBA-ის აგენტი ჯეფ შვარცი Excel Sports Management-დან, $86 მილიონის საკომისიოებით. ამ შემთხვევაში ლიგის გადასახადი 4%-ს შეადგენს, შვარცის აქტიურ სათამაშო კონტრაქტთა ღირებულება კი, $2.15 მილიარდს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ ამერიკის სპორტული გუნდებიდან თხუთმეტი აგენტის სათამაშო კონტრაქტების საერთო მოცულობამ $20 მილიარდს გადააჭარბა, მაქსიმალურმა საკომისიოებმა კი $837 მილიონი შეადგინა. ორივე შემთხვევაში, მცირედი ზრდა შეინიშნება 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, რაც არცთუ ისე მცირეა, თუ პანდემიის გავლენით ლიგის მნიშვნელოვნად შემცირებულ შემოსავლებს გავითვალისწინებთ.

Forbes-ის შეფასებით, 2022 წლის თხუთმეტი ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტის სია ასე გამოიყურება:

  1. სკოტ ბორასი – Boras Corporation-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $3.83 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $191 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 106; მთავარი კლიენტები: გერით კოული, ბრაის ჰარპერი, მაქს შერზერი.

  1. ჯეფ შვარცი – Excel Sports Management-ი – კალათბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $2.15 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $86 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 35; მთავარი კლიენტები: კეიდ კანინგემი, ბრენდონ ინგრამი, ნიკოლა იოკიჩი.

  1. ჯოელ ვულფი – Wasserman-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.16 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $58 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 25; მთავარი კლიენტები:  ნოლან არენადო, იუ დარვიში, ჯანკარლო სტენტონი

  1. რიჩ პოლი – Klutch Sports Group-ი – კალათბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.36 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $55 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 37; მთავარი კლიენტები: ენტონი დევისი, ლებრონ ჯეიმსი, ზაკ ლავინი.

  1. დენ ლოზანო – MVP Sports Group-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.04 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $52 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 42; მთავარი კლიენტები: მენი მაჩადო, ალბერტ პუხოლსი, ჯოი ვოტო.

  1. კეისი ქლოუზი – Excel Sports Management-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $960 მილიონი. მაქსიმალური საკომისიო: $48 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 33; მთავარი კლიენტები: პოლ გოლდშმიდტი, კაილ შვარბერი, ჯორჯ სპრინგერი.

  1. ჯოელ სეგალი – WME Sports-ი – ფეხბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.41 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $42 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 79; მთავარი კლიენტები: ხალილ მაკი, კრისტიან მაკაფრი, ჯეილენ უოდლი.

  1. ტოდ ფრანსი – Athletes First-ი – ფეხბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.4 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $42 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 45; მთავარი კლიენტები: აარონ დონალდი, დერიკ ჰენრი, დაკ პრესკოტი.

  1. ბილ დაფი – WME Sports-ი – კალათბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.02 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $41 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 31; მთავარი კლიენტები: სკოტი ბარნსი, ლუკა დონჩიჩი, ჩეტ ჰოლმგრენი.

  1. სემი და სეთ ლევინსონი – ACES-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $810 მილიონი. მაქსიმალური საკომისიო: $40 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 93; მთავარი კლიენტები: ჩარლი ბლეკმონი, ნათან ეოვალდი, ლოგან უები.

  1. დეივიდ მულუგეტა – Athletes First-ი – ფეხბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.28 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $38 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 86; მთავარი კლიენტები: ჯეილენ რემსი, მაიკლ თომასი, დეშონ უოტსონი

  1. მარკ ბარტელშტეინი – Priority Sports & Entertainment-ი – კალათბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $930 მილიონი. მაქსიმალური საკომისიო: $37 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 69; მთავარი კლიენტები: ბრედლი ბილი, გორდონ ჰეივარდი, კაილ ლოური.

  1. დრიუ როზენჰაუსი – Rosenhaus Sports Representation-ი – ფეხბურთი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $1.23 მილიარდი. მაქსიმალური საკომისიო: $37 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 97; მთავარი კლიენტები: შაკილ ბარეტი, ტაირიკ ჰილი, დარიუს სლეი.

  1. კრეიგ ოსტერი – Newport Sports Management-ი – ჰოკეი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $860 მილიონი. მაქსიმალური საკომისიო: $35 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 91; მთავარი კლიენტები: ერიკ კარლსონი, მარკ სტოუნი, მეთიუ ტკაჩუკი

  1. ნიკ ჩანოკი – Wasserman-ი – ბეისბოლი

მენეჯმენტის დაქვემდებარებაში სათამაშო კონტრაქტების ღირებულება: $690 მილიონი. მაქსიმალური საკომისიო: $35 მილიონი.

კლიენტთა რაოდენობა: 38; მთავარი კლიენტები: ხავიერ ბაეზი, ხოსე ბერიოსი, რაიან მაკმაჰონი