Forbes მსოფლიოს საუკეთესო MBA პროგრამის მქონე უმაღლესი სასწავლებლების ყოველწლიურ სიას აქვეყნებს. გამოცემამ რეიტინგის შესადგენად 2012 წლის კურსდამთავრებულთა შესახებ მონაცემები შეაგროვა, იმის დასადგენად დაუბრუნდათ თუ არა უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წელში, სტუდენტებს სწავლაში ჩადებული ინვესტიცია.
საუკეთესო ორწლიან სასწავლებლად London Business School დასახელდა, რომლის კურსადამთავრებულთა მოგებამ $119,100 შეადგინა. ერთწლიანად კი IMD დასახელდა $194,700-იანი მოგებით. შემოსავლები მოიცავს როგორც კურსდამთავრებულის ანაზღაურებას, ასევე ბონუსებს და შემოსავლებს აქციებიდან.
საუკეთესო ორწლიანი პროგრამები:
London Business School – გადასახადი: $93 527; მოგება: $119 100 – წლიურად პროგრამაზე ჩაბარების მსურველი 2,411 სტუდენტია, საიდანაც უნივერსიტეტში 17%-ს – საშუალოდ 425-ს იღებენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 94%-ია.
IESE – University of Navarra – გადასახადი: $77 900; მოგება: $97 100; დასაქმების მაჩვენებელი: 95%.
CEIBS (China Europe International Business School ) – ჩინეთის წამყვანი ბიზნესსკოლა – გადასახადი: $60 435; მოგება: $95000; დასაქმების მაჩვენებელი 93%.
HEC Paris – დასაქმებს მაჩვენებელი 92%. გადასახადი: $66 584; მოგება: $85 300.
Esade Business School – ესპანური ბიზნეს სკოლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი 86%-ია. გადასახადი: $70 000; მოგება: $58 700.
ერთწლიანი პროგრამების პირველი ხუთეული:
IMD (International Institute for Management Development) – დასაქმების მაჩვენებელი კურსის დასრულების შემდეგ: 82%. გადასახადი: $88 642; მოგება: $194 700.
INSEAD – გადასახადი: $85 905; მოგება: $150 400.
IE Business School – გადასახადი: $82, 279; მოგება: $145 400.
Cambridge judge Business School – გადასახადი: $64 435; მოგება: $140 000.
SDA Bocconi (School of Management; Bocconi University ) – გადასახადი: $57 072; მოგება: $138 100.