საქართველოს ბანკმა, როგორც ტექნოლოგიურმა ბანკმა რამდენიმე კვირის წინ BOG UPDATE გამართა, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ის ინოვაციური სიახლეები გააცნო, რომელსაც ბანკი მომხმარებლის სწრაფად ცვალებადი ინტერესებისა თუ საჭიროებების მოკლე დროში, დაკმაყოფილების მიზნით ახორციელებს და მუდმივად ავითარებს. ტექნოლოგიების დღეზე ასევე დაანონსდა რამდენიმე საინტერესო პროდუქტი. დღეს ერთ-ერთ მათგანზე- ნაწილ ნაწილ-ზე მოგიყვებით.
ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმეს შეძენა გვსურს, თუმცა, საამისოდ თანხა არ გვყოფნის. როგორც წესი, ასეთ დროს საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ არც ისე ძალიან მოგვწონს ეს ნივთი, ან ცოტა დროს მივცემთ საკუთარ თავს ფულის შესაგროვებლად და მერე შევიძენთ ან სულაც განვადებით ვიყიდით მას..
ეს სიტუაცია შეგვიძლია, ხშირად განმეორებად მოვლენად ჩავთვალოთ, რადგან უამრავი ჩვენთვის მოსაწონი, სასურველი და სულაც, საჭირო ნივთი არსებობს.
სწორედ იმისთვის, რომ ფულის შეგროვებაზე დრო არ ვხარჯოთ, განვადებისას პროცენტი არ ვიხადოთ ან საერთოდ, უარი არ ვთქვათ სასურველ პროდუქტზე, საქართველოს ბანკი გადახდის ახალ მეთოდს „ნაწილ-ნაწილს“ გვთავაზობს.
მისი მეშვეობით შეგვიძლია, ნივთი ისე შევიძინოთ, რომ შეძენის მომენტში არაფერი გადავიხადოთ, მისი ღირებულება რამდენიმე თვეზე გადავანაწილოთ და გადახდა მომავალი თვიდან, თანაც ნაწილ-ნაწილ დავიწყოთ.
- არ ვიხდით საკომისიოს;
- არ ვიხდით პროცენტს;
- პროცესის მართვა ინდივიდუალურად, სხვების ჩარევის გარეშე შეგვიძლია.
ნაწილ-ნაწილ გადახდა შესაძლებელია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში როგორც ონლაინ, ისე – ფიზიკურ სივრცეებშიც. ონლაინ შეძენისას პროდუქტის შესაძენად სულ რამდენიმე კლიკია საჭირო, ფიზიკურ სივრცეში კი პროდუქტის QR კოდის დასკანერებითა და ტერმინალთან ერთჯერადი კოდის აკრეფით ვადასტურებთ გადახდას.
თუ გაინტერესებთ, როგორ გაიგოთ რა ოდენობით შეგიძლიათ, ნაწილ-ნაწილ გადახდა, ამ მეთოდისთვის ხელმისაწვდომი თანხა მობილბანკში ჩანს. ამ თანხით კი შესაძლებელია როგორც ერთი, ისე რამდენიმე ნივთის შეძენა. ასევე, ნაწილ-ნაწილ იმ ნივთების შეძენა შეგვიძლია, რომელთა ღირებულებაც 45 ლარიდან იწყება.
გადახდის ეს მეთოდი მომხმარებლებზე მორგებული და კომფორტულია, თუმცა, ნაწილ-ნაწილ გადახდა ბიზნესებსაც სხვადასხვა სარგებელს მისცემს, მაგალითად:
- გაზრდილი საშუალო ჩეკი
- მეტი მომხმარებელი
- ახალი კონკურენტული უპირატესობა
რომ შევაჯამოთ, ნაწილ-ნაწილ გადახდა სრულიად ახალი, ინოვაციური, ბიზნესებსა და მომხმარებლებზე მორგებული მეთოდია რომელიც გადახდის ტრადიციული გზებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ვრცელდება ისეთ ყოველდღიურ ნივთებზე, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით, რომ ასე მარტივად, ნაწილ-ნაწილ შევიძენდით.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ბანკის ტექნოლოგიურ დღეზე გაჟღერებული თემების მკითხველისთვის გაცნობას და მას კიდევ არაერთხელ მივუბრუნდებით
წყარო: https://bit.ly/3yPkVOo