მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) გლობალური გენდერული უთანასწორობის რეიტინგს აქვეყნებს. ანგარიში ჯამში მსოფლიოს 144 ქვეყანას მოიცავს და მათ შემდეგი კრიტერიუმებით აფასებს: ეკონომიკური შესაძლებლობები ქალებისა და კაცებისთვს, საგანმანათლებლო მიღწევები, ჯანმრთელობა, პოლიტიკური გაძლიერება.
საქართველო რეიტინგში 94-ე ადგილს იკავებს. 2006 წელს საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში 54-ე ადგილი ეკავა.
ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოს ჯანდაცვის კრიტერიუმში აქვს და მსოფლოში 124-ე ადგილს იკავებს. 114-ე ადგილზეა საქართველო პოლიტიკური გაძლიერების კრიტერიუმში, საგანმანათლებლო მიღწევების კრიტერუმში 81-ზე, ხოლო ეკონომიკურ შესაძლებლობებში 75-ზე.
ეკონომიკური შესაძლებლობების ერთ-ერთი კრიტერიუმი ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის განსხვავებებს მოიცავს, რომელშიც საქართველოს 45-ე ადგილი უკავია.
წიგნიერების მაჩვენებლის კრიტერიუმში საქართველო 49-ე ადგილზეა.
ქალი პარლამენტარების რაოდენობით საქართველო 101-ე ადგილზეა, ქალი მინისტრების რაოდენობით კი 106-ზე.
2017 წელს მსოფლიოში გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელი 32.0%-მდე შემცირდა. მსოფლიოს ქვეყნებში კვლავ მაღალი რჩება ეკონომიკასა და პოლიტიკაში გენდერული უთანასწორობა და ის 50%-ზე მაღალია.
გენდერულად ყველაზე თანასწორ ქვეყანას ისლანდია სახელდება, რომელსაც რეიტინგში ნორვეგია და ფინეთი მოყვება.