2016 წელს ღვინის მსოფლიო იმპორტმა 33 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მსოფლიო იმპორტის 17.7%, 5.8 მილიარდი დოლარის ღვინო მიემართა. მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 4.1 მილიარდით. ტოპ ათეულს ბელგია ასრულებს მილიარდი დოლარის ღვინის იმპორტით.
ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ 10-ეულში ვერ ხვდება რუსეთი (რომელსაც ქართული ღვინის ექსპორტში პირველი ადგილი უჭირავს), ის ჩამონათვალში მე-12 ადგილს იკავებს 728 მლნ დოლარის (მსოფლიო იმპორტის 2.2%) ღირებულების ღვინის იმპორტით.
2012 წელთან შედარებით, ტოპ 10 იმპორტიორი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ღვინის იმპორტი ჩინეთში (50%-ით), ჰონგ კონგში (49%) და აშშ-ში (9.3%) გაიზარდა.
ცხრილი: მსოფლიოს ტოპ 10 ღვინის იმპორტიორი ქვეყანა, 2016 წელი
| 
 | მილიარდი დოლარი | წილი მსოფლიო იმპორტში | 
| აშშ | 5.8 | 17.7% | 
| გაერთიანებული სამეფო | 4.1 | 12.4% | 
| გერმანია | 2.7 | 8.3% | 
| ჩინეთი | 2.4 | 7.2% | 
| კანადა | 1.8 | 5.4% | 
| ჰონგ კონგი | 1.6 | 4.7% | 
| იაპონია | 1.5 | 4.6% | 
| შვეიცარია | 1.1 | 3.3% | 
| ნიდერლანდები | 1.0 | 3.2% | 
| ბელგია | 1.0 | 3.0% | 
წყარო: The World Factbook
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
 
								 
								













