„გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ განცხადებით, 2022 წლის დასრულებული ფინანსური წლისთვის (30 სექტემბრის მდგომარეობით) შემოსავლის რეკორდული მონაცემი, 7.2 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირა (2021 წლის 6.6 მილიარდი აშშ დოლარიდან). ეს წარმოადგენს 13.7%-იან ზრდას მუდმივი კურსის პირობებში. ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა რეგიონული მასშტაბით ყველა სერვისის მიმართულებით (მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით), მიუხედავად ზოგიერთ ბაზრებზე არსებული სირთულეებისა.
მაჩვენებლები (მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით):
- რეგიონულად, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ამერიკაში (16.2%-იანი ზრდა, 3.3 მილიარდი აშშ დოლარი), რასაც მოჰყვება აზიის წყნარი ოკეანიის ქვეყნები (13.5%-იანი ზრდა, 1.3 მილიარდი აშშ დოლარი) და ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნები (EMEA) (11%-იანი ზრდა, 2.6 მილიარდი აშშ დოლარი).
- ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა ყველა ძირითადი სერვისის მიმართულებით და მათ შორის ლიდერობდა საკონსულტაციო მომსახურება (18.1%-იანი ზრდა, 2.7 მლრდ აშშ დოლარი), რომელსაც მოჰყვება საგადასახადო სერვისი (12.3%-იანი ზრდა 1.5 მლრდ აშშ დოლარი) და აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება (10.9%-იანი ზრდა, 2.9 მლრდ აშშ დოლარი), რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ქსელის ნამდვილ მულტიდისციპლინურ ხასიათს.
- ქსელის მსხვილ ფირმებს შორის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ინდოეთში, ირლანდიაში, კორეაში, აშშ-ში, საფრანგეთსა და იაპონიაში.
- საკვანძო, სტრატეგიული ზრდის ბაზრის ფირმებმა 13.6%-იანი ზრდა აჩვენეს. აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზრდით გამოირჩეოდნენ: სინგაპური, ინდოეთი და ბრაზილია. ამ ჯგუფის სხვა ბაზრები მოიცავს ასევე ქვეყნებს: ჩინეთი, იაპონია, გერმანია, იტალია, მექსიკა, ნიგერია და სამხრეთ აზიის (ASEAN) ხუთი ქვეყანა.
- მთლიანობაში, 112 წევრი ფირმა გაიზარდა, მათ შორის ნახევარზე მეტმა (57%) დააფიქსირა ორნიშნა ზრდა.
- თანამშრომლების რაოდენობა 62,000-დან გაიზარდა 68,000-მდე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს ქსელის მუდმივ ინვესტიციას საკუთარ თანამშრომლებში და მის ერთგულებას მრავალფეროვანი და ინკლუზიური გლობალური კულტურის შესაქმნელად.
პიტერ ბოდინი, „გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: „ეს შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ჩვენი ქსელის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელობას და მის უნარს უზრუნველყოს ქსელის მდგრადი ზრდა, მიუხედავად კიდევ ერთი რთული წლისა არაერთი ბაზრისთვის.
გასული წლის განმავლობაში ჩვენი წევრი ფირმები აგრძელებდნენ ფოკუსირებას, დახმარებოდნენ თავიანთ კლიენტებს, არასტაბილურ ბაზრებზე ნავიგაციაში, იქნებოდა ეს გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მათი მაკროეკონომიკური შედეგების, თუ COVID-ის მიმდინარე ზემოქმედების გამო. ამ ყველაფრის წყალობით, ჩვენი ფირმები დაეხმარნენ კლიენტებს მათი საერთაშორისო ამბიციების რეალიზებაში, რადგან ბიზნესები აგრძელებენ საზღვრებს გარეთ შესაძლებლობების ძებნას.
„ეს შედეგები ასევე აძლიერებს ჩვენი მულტიდისციპლინური მოდელის ჭეშმარიტ ღირებულებას ქსელისთვის და კლიენტებისთვის, რადგან ეს გვაძლევს საშუალებას მოვახდინოთ ინვესტირება ტექნოლოგიაში და ახალ შესაძლებლობებში, რომლებიც საჭიროა დღევანდელი საერთაშორისო კლიენტებისთვის. ეს, თავის მხრივ, დიდ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ხალხს, განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები და მიიღონ გამოცდილება – აქციონ გრანთ თორნთონი მიმზიდველ სამუშაო ადგილად.
ჩვენი ქსელის მდგრადობის ტესტირება მომდევნო თვეებში და წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წევრი ფირმები გააგრძელებენ სარგებლის შექმნას თავიანთი კლიენტებისთვის, ხალხისთვის და მათი თემებისთვის.“