I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 42.2 ათასმა მგზავრმა ისარგებლა

I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 42.2 ათასმა მგზავრმა ისარგებლა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 42.2 ათასი ადამიანია გადაყვანილი. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 102.9 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. საინტერესოა, რომ აღნიშნული მაჩვენებლები გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე, შესაბამისად, 53.5% და 65.4%-ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებს ტვირთების შესახებაც გვთავაზობს. ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით 111.6 ათასი ტონა ტვირთია გადატანილი. რაც შეეხება ამავე პერიოდში ტვირთბრუნვას, მისმა მოცულობამ 208.3 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა. განსხვავებით გადაყვანილი მგზავრებისა და მგზავრთბრუნვის რაოდენობისა, ტვირთბრუნვისა და გადატანილი ტვირთის რაოდენობა გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 36.2%-ით შემცირდა.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048 300 მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9%-ით მეტია 2022 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე.