იანვარ-მარტში საქართველომ 900 მილიონი დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს

იანვარ-მარტში საქართველომ 900 მილიონი დოლარის საგარეო ვალი უნდა დაფაროს

2015 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვალის დასაფარად გადასახდელი აქვს დაახლოებით 900 მილიონი დოლარი. აქედან, $93 მილიონი გადასახდელი აქვს მთვრობას, 8 მილიონი – ეროვნულ ბანაკს, 261 მილიონი – კომერციულ ბანკებს, სხვა კერძო და სახელმწიფო კომპანიებს – 540 მილიონი დოლარი.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იწვევს ქვეყნიდან დოლარის გადინებას და უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსზე. აღნიშნული ფაქტორის განეიტრალება უნდა მოხდეს ახალი ინვესტიციების და კრედიტების მოზიდვით.