იანვარში სახელმწიფო ვალი 166 მილიონი ლარით შემცირდა

იანვარში სახელმწიფო ვალი 166 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 166 მლნ ლარით შემცირდა და 16.8 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 156 მლნ დოლარით გაიზარდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 105 მლნ დოლარით შემცირდა. იანვარში საშინაო სახელმწიფო ვალი 61 მლნ ლარით შემცირდა.

31 იანვრის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 13.3 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.5 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 5.1 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 742 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 542 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 45%-ია. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 35.6%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6 იყო%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *