იანვარში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა

იანვარში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.9%-ით გაიზარდა და წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) 5.6% შეადგინა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ჯანმრთელობის დაცვის ფასი გაიზარდა (11%-ით), 10.4%-ით გაიზარდა ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი, კომუნალურმა გადასახადებმა 8.4%-ით მოიმატა,  ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 7.3%-ით გაძვირდა. 1.6%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა.