იანვარში საქართველოს ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარში 2017 წლის იანვართან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25.7%-ით (45.4 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 18%-ით (91 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი გაზრდილია 2015-2016 წლების იანვრის მაჩვენებლებთან შედარებითაც, თუმცა 1.4 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის მაჩვენებელს.

2018 წლის იანვარში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 222 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 594 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 371 მლნ დოლარია, რაც 2017 წლის იანვრის უარყოფით ბალანსზე 45.5 მლნ დოლარით მეტია.

2017 წელს ექსპორტი 29%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 9.4%-ით.

იანვრის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 თებერვალს გამოქვეყნდება.