IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

IBM-მა კვანტური გამოთვლების ახალი ჩიპი წარადგინა

ჩიპების მწარმოებელმა ამერიკულმა ტექგიგანტმა, IBM-მა კვანტური გამოთვლებისა და კვანტური კომპიუტერების ახალი ჩიპი წარადგინა. IBM-ი იმედოვნებს, რომ ჩიპს 2033 წლისთვის უფრო მძლავრი სისტემების ასაგებად გამოიყენებენ.

ათწლეულებია, რაც მკვლევრები კვანტური გამოთვლების გაუმჯობესებას ცდილობენ. მიზანს კი ამჟამად არსებული კლასიკური კომპიუტერების ჩანაცვლება და კვანტური გამოთვლების ისეთი სიჩქარით წარმოება წარმოადგენს, რომელიც მეცნიერებას ახალ აღმოჩენებში დიდ დახმარებას გაუწევს. მთავარი გამოწვევა სწორედ ისეთი კვანტური კომპიუტერის წარმოებაში მდგომარეობს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რეალურ სამყაროში მუდმივად დაჯაბნოს ამჟამად არსებული კომპიუტერები.

კვანტური მანქანის შექმნის რბოლაში ისეთი კომპანიები თუ სახელმწიფოები არიან ჩართულნი, როგორიცაა: Microsoft-ი, Google, Baidu, აშშ, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი და სხვა.

ბუნებრივია, მეცნიერებმა და მკვლევრებმა გარკვეულ წარმატებებს ამ დრომდეც მიაღწიეს. მთავარი პრობლემა არა უშუალოდ ფიზიკური კომპიუტერის შექმნაში, არამედ მონაცემთა გადამუშავებაში მდგომარეობს. IBM-ის განცხადებით, კომპანიამ დანადგარს შიგნით ჩიპების ერთმანეთთან დაკავშირების გზა აღმოაჩინა. თუმცა კვლევაში პროგრესი 2029 წლამდე უმნიშვნელო იქნება. IBM-ის კვლევის მიმართულების დირექტორის განცხადებით, შეცდომების გამოსწორების მთავარი ეფექტი სწორედ ამ პერიოდისთვის გამოაშკარავდება.