IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

IFC საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების 30%-ს იყიდის

მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ბანკის ლარში დენომინირებულ ევროობლაგაციებს შეისყიდის. IFC პირველი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ბანკის ევროობლიგაციებში ინვესტირების სურვილი გამოთქვა.

IFC-ის ინვესტიცია 103.3 ($45 მლნ) ლარი იქნება. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის განცხადებით, ლარში დენომინირებული ევროობლიგაციები საქართველოს ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება და თავიდან აიცილოს უცხოურ ვალუტაში გასესხებისას არსებული რისკები.

საქართველოს ბანკმა ჯამში 500 მილიონის ლარში დენომინირებული ევროობლიგაციები გამოუშვა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა – 2020 წლის ივნისამდეა.