“საქართველო იზრდება”, – ასეთ შეფასებას აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანას. IMF წერს, რომ აზიასა და ევროპას შორის მყოფი ქვეყანა თავის წარმატების გზაზეა.
ფონდის წარმომადგენლები IMF-ის წლიურ შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ყოფილ ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ესაუბრნენ. ეკონომიკური ზრდის დაჩქარების ერთ-ერთ მიზეზად დიმიტრი ქუმსიშვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასახელებს. კითხვაზე „ამ ფონზე როგორ მოახერხებს მთავრობა დეფიციტის შენარჩუნებას“, – ქუმსიშვილი ამბობს, რომ საბიუჯეტო შემოსავლები “ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადოს სისტემის” დახმარებით გაიზრდება.
კობა გვენეტაძეს კითხვა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე დაუსვეს და ბოლო წლებში საბანკო სისტემის მდგრადობის შეფასება სთხოვეს.
“მიუხედავად ლარის 34%-იანი გაუფასურებისა, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2,8%-ით გაიზარდა. იაფმა ლარმა ექსპორტის წახალისება გამოიწვია. ამ პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნეს ქართულმა ბანკებმა. 2015-2016 წლის შოკებმა დაგვანახა, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო ქვეყანაში მაღალ დოლარიზაციასთან საბრძოლველად. მაღალი დოლარიზაციის პირობებში მოსახლეობის ფინანსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის გაუფასურება. დოლარიზაციის შესამცირებლად სავალუტო ფონდთან შეთანხმებით შვიმუშავეთ 10-პუნქტიანი გეგმა. ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია, რომლის პირველად შედეგებს უკვე ვხედავთ. ასე მაგალითად, სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 9%-ით შემცირდა. ქართული საბანკო სექტორი არის მდგრადი და გამჭვირვალე. წლის ბოლოდან ბაზელ III-ის პრინციპების შესაბამისად, ჩვენ ეტაპობრივად შევქმნით სისტემური კაპიტალის ბუფერებს კომერციული ბანკებისთვის. ჩვენ ასევე შევიმუშავებთ კრიზისული სიტუაცების მართვის ჩარჩო დოკუმენტს ბანკებისთვის“, – ამბობს გვენეტაძე.