ინდოეთმა შიდა წარმოების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოცადა

ინდოეთმა შიდა წარმოების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოცადა

ინდოეთმა ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტის პირველი საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელა. წარმატებული ცდის შესახებ განცხადება X-პლატფორმის გამოყენებით, თავად ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ გააკეთა.

ინდოეთის შიდა წარმოების ახალი რაკეტა Multiple Independently Targetable Re-entry Vehicle-ის (MIRV) ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. Agni-V-ის სარაკეტო პლატფორმაზე MIRV-ის ტექნოლოგიის ინტეგრირებით, პლატფორმას ერთდროულად რამდენიმე ქობინის გაშვების საშუალება აქვს, რომლებიც დამოუკიდებლად, სხვადასხვა სამიზნეს მიემართება. უახლესი განვითარებით, ინდოეთის ბალისტიკური Agni რაკეტების სერია კიდევ უფრო დაიხვეწა.

Agni-V-ის სახელით ცნობილ რაკეტას 5 ათასი კილომეტრის დაფარვა შეუძლია, რაც მას, შორ მანძილზე მოქმედების კატეგორიაში, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებისთვის (ICBM) ერთადერთ სოლიდურ კონკურენტად აქცევს.

ინდური MIRV-ი რაკეტა ქვეყნის სამხედრო კვლევითი ჯგუფის, „თავდაცვის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის“ მიერ შეიქმნა. თავის მხრივ, ვაშინგტონში დაფუძნებული არაკომერციული ჯგუფის, „იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის ცენტრის“ ინფორმაციით, MIRV-ის ტექნოლოგიით აღჭურვილ რაკეტებს უკვე იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და რუსეთი. ხოლო MIRV-ის რაკეტა პაკისტანმა 2017 წელს გამოცადა.