ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელი (მობილურის გარდა) 657,052 აბონენტია, წლიურად მათი რაოდენობა მაისში 44 000-ით გაიზარდა. კომპანიების მიხედვით, ყველაზე მეტი, – 274,033 მომხმარებელი სილქნეტს ჰყავს, მაგთიკომს კი 217,710 აბონენტი ჰყავს. 42,165 აბონენტი ჰყავს ახალ ქსელებს, ხოლო CGC-ს (კავკასიის ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია) 22,644 .

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, ტექნოლოგიების მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი აბონენტი (427,288) Fiber-ს (ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია) იყენებს, xDSL-ს 132,844 აბონენტი იყენებს, ხოლო Wi-Fi-ს 73,311.

ტრადიციულად ინტერნეტის ყველაზე მეტი აბონენტი თბილისში ფიქსირდება, – მაისის ბოლოს 326 734 აბონენტი ფიქსირდებოდა თბილისში. 51 000-ზე მეტი აბონენტი ფიქსირდება აჭარაში, 53 000-ზე მეტი კი ქვემო ქართლში. იმერეთში 65 500-ზე მეტი აბონენტი მოიხმარს ინტერნეტს. ყველაზე ნაკლები აბონენტი კი გურიასა (6900) და რაჭა ლეჩხუმშია (1100).

მაისში ინტერნეტ კომპანიების შემოსავლებმა 16,968,403 ლარი შეადგინა.