საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით 10 მლნ დოლარით, 7%-ით გაიზარდა. ივლისში სულ 155 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია.
ივლისში 4.4 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან. რუსეთიდან გზავნილების შემცირება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და 7 თვეში 19 მლნ დოლარით (7.5%-ით) შემცირდა.
ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.2 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.3 მლნ დოლარით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე.
7 თვის ჯამში, იანვარ-ივლისში, 961 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 8%-ით (70 მლნ დოლარით) მეტია.
ივლისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და აშშ-დან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ივლისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
წყარო: ეროვნული ბანკი