საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის ივნისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 25%-ით (88 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 21%-ით (184 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2022 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 439 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1.047 მლრდ დოლარი შეადგინა.
ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -609 მლნ დოლარია, რაც 2021 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 96 მლნ დოლარით მეტია.
ექვსი თვის ჯამში, 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტი 35.1%-ით, ხოლო იმპორტი 35.3%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 35.2%-ითაა გაზრდილი. ექვსი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -3.370 მლრდ დოლარია, 2021 წლის ექვს თვეში -2.440 მლრდ დოლარი იყო.
ივნისის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.