შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის პროგრამების 12 თვის ბიუჯეტის გეგმა 21 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად, კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 2.3 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 14 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტი შემცირდა 5.8 მილიონი ლარით.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში საშუალოდ 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მოუწევს დამატებით 100 მილიონამდე ლარი მოიძიოს. ასეთი მოცულობის რესურსის მოსაზიდად კი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება იქნება საჭირო.
ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 12 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები.
ბიუჯეტის მუხლები | პირვანდელი გეგმა | შეცვლილი გეგმა | სხვაობა |
სამინისტროს ბიუჯეტი სულ | 2785 | 2785 | 0 |
პროგრამების მართვა | 52.5 | 50.2 | -2.3 |
პენსია და სოციალური დახმარება | 2041 | 2027 | -14 |
პენსია | 1390 | 1390 | 0 |
სოციალური დახმარება | 631 | 617 | -14 |
ჯანდაცვა | 656.2 | 677 | 20.8 |
საყოველთაო ჯანდაცვა | 470 | 484 | 14 |
საზოგადოებრივი ჯანდაცვა | 52.4 | 57 | 4.6 |
სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში | 133 | 135 | 2 |
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა | 31.3 | 25.5 | -5.8 |
შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა | 4 | 3.4 | -0.6 |