ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტი 57 მილიონი ლარით გაიზარდა

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის გეგმა 57 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 3 219 მილიონი ლარია. ზრდა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებამ განაპირობა, რომელთა დაფინანსება ჯამში 47.5 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხიდან 35 მილიონი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა, ხოლო 8 მილიონი საზოგადოებრივ ჯანდაცვას. ამ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტში 77 მილიონი ლარი დარჩა დასახარჯი, რაც საკმარისი არ იქნება და წლის ბოლომდე დაახლოებით 45 მილიონი ლარის დამატება დაჭირდება.

მიუხედავად იმისა რომ წლის განმავლობაში გასაცემი პენსიის და მიზნობრივი სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა, სოციალური დახმარებების პროგრამების დაფინანსება 2 მილიონით გაიზარდა, რაც ახალი პროგრამის – სოციალური შეღავათები მაღალმთიან მოსახლეობაში დამატებამ განაპირობა, რომლის წლიური ბიუჯეტი 9.5 მილიონი ლარია.

5.8 მილიონი ლარით გაიზარდა პროგრამების მართვის ანუ ადმინისტრაციული (ბიუროკრატიული) ხარჯი.

ცხრილი1. ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პირვანდელი და შეცვლილი გეგმები: