“რუსეთი საკმაოდ დასუსტებულია, მაგრამ მას აქვს საკმარისი ფინანსური რეზერვები, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ეყოფა”, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა. მისი თქმით, რუსეთისთვის ყველაზე რთული 2017 წელი იქნება, ვინაიდან სწორედ ამ დროისთვის დაიწყება რეზერვების შემცირება.
ამერიკელი ფინანსისტის მოსაზრებით, შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის ბიუჯეტის შემცირება აუცილებელია, რაც იმ სოციალურ პროექტებს დააზარალებს, რომლითაც ვლადიმერ პუტინი მოსახლეობაში პოპულარულია. ეკონომიკური ვითარების გაუარესების გამო, რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა 2015 წელს 2,05 ტრილიონი რუბლი შეადგინა.