საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 45%-ით (105 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 40%-ით (213 მლნ დოლარით) გაიზარდა. 2021 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 339 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 742 მლნ დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირებული ექსპორტის მოცულობა 2019 წლის მაისის მაჩვენებელზეც მეტია 0.4%-ით ნაკლებია.
ივნისის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -403 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის მაისის უარყოფით ბალანსზე 108 მლნ დოლარით მეტია.
ხუთი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 24%-ით, ხოლო იმპორტი 16%-ით გაიზარდა. სავაჭრო ბრუნვა 18%-ითაა გაზრდილი. ხუთი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი -1 934 მლნ დოლარია, 2020 წლის ხუთ თვეში -1734 მლნ დოლარი იყო.
აპრილის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 ივნისს გამოქვეყნდება.