საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2019 წლის მაისში, 2018 წლის მაისთან შედარებით, 15 მლნ დოლარით (12%-ით) გაიზარდა. მაისში სულ 146 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მაისის თვის რეკორდული მაჩვენებელი
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.5 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 0.8 მლნ დოლარით მეტია 2018 წლის მაისის მაჩვენებელზე.
იანვარ-მაისში, ჯამში, 662 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 8%-ით (51 მლნ დოლარით) მეტია.
მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, პოლონეთიდან და უკრაინიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მაისში 2 მლნ დოლარით შემცირდა გზავნილები რუსეთიდან.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
| 2018 | 2019 | ზრდა |
იტალია | 15.8 | 20.3 | 4.5 |
საბერძნეთი | 13.4 | 16.6 | 3.3 |
აშშ | 14.0 | 16.0 | 1.9 |
პოლონეთი | 1.3 | 2.7 | 1.4 |
უკრაინა | 2.5 | 3.7 | 1.3 |
წყარო: ეროვნული ბანკი