მაისში საქართველოში 264 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა

მაისში საქართველოში 264 ათასზე მეტი ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში 2021 წლის მაისთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 174%-ით (168,000 ტურისტით) გაიზარდა. 2022 წლის მაისში 264,327 ტურისტი შემოვიდა. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მაისში 229%-ით გაიზარდა და ქვეყანაში ჯამში 359,238 ვიზიტორი შემოვიდა.

2019 წელთან შედარებით, ტურისტებისა და ვიზიტორების რაოდენობა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2022 წლის მაისში 50%-ით ნაკლები ვიზიტორი და 38%-ით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის მაისში.

ხუთი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 214%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 258%-ითაა გაზრდილი. 2019 წელთან შედარებით კი 45%-ით და 61%-ით არის შემცირებული.

მაისში ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და საუდის არაბეთიდან გაიზარდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან შემოვიდა. შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი და ისრაელი.

10 ქვეყანა, საიდანაც მაისში შემოსული ვიზიტორების რიცხვი ყველაზე მეტად გაიზარდა

ქვეყანა

2022: მაისი

ზრდა

რუსეთი

51,561

40,743

თურქეთი

60,184

38,329

სომხეთი

42,606

32,743

საუდის არაბეთი

8,559

8,109

ისრაელი

18,986

7,742

ბელარუსი

9,780

7,431

აზერბაიჯანი

12,634

6,930

ყაზახეთი

10,965

6,301

ირანი

7,356

6,215

ინდოეთი

7,452

5,956

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია