მარტში ექსპორტი 11 პროცენტით , იმპორტი კი 17 პროცენტით შემცირდა

მარტში ექსპორტი 11 პროცენტით , იმპორტი კი 17 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2016 წლის მარტში, 2015 წლის მარტთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 11%-ით (20 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 25%-ით (114 მლნ დოლარით) შემცირდა. თუმცა, თუ მიმდინარე წლის მარტის ექსპორტს 2014 წლის მარტს შევადარებთ, 37%-ით (94 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებელსაც.

2016 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 162 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 566 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 404 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 94 მლნ დოლარით ნაკლებია.

პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) ჯამურ მაჩვენბელს რაც შეეხება, ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 6%-ით.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.