სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის მართან შედარებით 5.4%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 1.1%-ით შემცირდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის კლებაზე 0.86% პუნქტით აისახა. ფასები 1.2%-ით გაიზარდა კვების პროდუქტების და სასმელების წარმოებაზე. 7.9%-ით გაძვირდა ტექსტილისა და საფეიქრო ნაწარმის წარმოება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 6.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6.9%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (5.9%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.4%-ით გაძვირდა.
გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით