მარტში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაიაფდა

მარტში სამომხმარებლო პროდუქცია 0.5 პროცენტით გაიაფდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.5%-ით შემცირდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 5.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 5.4%-ით გაძვირდა.

წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, მარტში ყველაზე მეტად (2%-ით) ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა. 1.1%-ით გაიაფდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა 8.5%-ით), 0.7%-ით ავეჯი და საოჯახო ნივთები. 1.3%-ით გაძვირდა ალკოჰოლირი სასმელები და თამბაქო. 0.4%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (18.7%-ით) ტრანსპორტის ფასები გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 16%-ით გაძვირდა. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 5.4%-ით, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4,2%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 4%-ით გაიაფდა.

2010 წელთან შედარებით დღეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 25%-ით არის გაზრდილი.

გრაფიკი: წლიური ინფლაცია