საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, 2017 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა. 2017 წლის მარტში 219 614 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2018 წლის მარტში 292 017.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მარტში 13.2%-ით გაიზარდა და ჯამში 578 514 ვიზიტორი შემოვიდა.
მარტში ყველაზე მეტი (133 448) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 109 371 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 100 721 ვიზიტორით.
სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა 28.2%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 15.5%-ით გაიზარდა.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | მარტი, 2018 | ზრდა % |
აზერბაიჯანი | 133,448 | -9% |
სომხეთი | 109,371 | 3% |
თურქეთი | 100,721 | 18% |
რუსეთი | 91,529 | 37% |
ირანი | 58,828 | 46% |
უკრაინა | 13,509 | 1% |
ინდოეთი | 9,203 | 43% |
ისრაელი | 8,790 | 78% |
ყაზახეთი | 3,935 | 15% |
გერმანია | 3,826 | 47% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია