მეორე კვარტალში 355 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

მეორე კვარტალში 355 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 355 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 81 %-ით მეტია 2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემზე. თუმცა, თუ მიმდინარე წლის პირველ ნახევარს (იანვარი-ივნისი), გასული წლის პირველ ნახევარს შევადარებთ, ზრდა 5%-ია (25 მილიონი დოლარი).

ყველაზე მეტი ინვესტიცია (160 მილიონი დოლარი) აზერბაიჯანიდან განხორციელდა, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები (68 მილიონი დოლარი), ხოლო მესამეზე თურქეთი (41 მილიონი დოლარი).