მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 0.5 პროცენტით გაიზარდა

მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები 0.5 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 238 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 0.5%-ით (2 მლნ დოლარით) მეტია 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.

პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 26%-ით (141 მლნ დოლარით) შემცირდა.

2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (59 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (53 მლნ დოლარი) და თურქეთი (32 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად გაერთანებული სამეფოან და სლოვაკეთდან გაიზარდა (81 და 16 მლნ დოლარით), ხოლო ყველაზე მეტად თურქეთიდან შემცირდა – 20 მილიარდი დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, მეორე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო სექტორში  (78 მლნ), ენერგეტიკაში (30 მლნ) და მშენებლობაში (28 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა სასტუმროებსა და რესტორნებში (2.4 მლნ) და ტრანსპორტში (3.8 მლნ).

გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.