Metro Avrasya Georgia - საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი

Metro Avrasya Georgia - საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი

Metro Avrasya Georgia 2010 წელს, ბათუმში დაფუძნდა და გასულ 6 წელში ეს ბრენდი ქოლგასავით გაიშალა. დღეს კომპანიას საქართველოში 1000-კაციანი გუნდი ჰყავს და წელიწადში $500,000-ზე მეტს აბანდებს 10-მდე სფეროში, დაწყებული უძრავი ქონებიდან – ჯანდაცვამდე. გთავაზობთ მისი შვილობილი კომპანიებისა და ინვესტიციების რუკას.

Metro Avrasya Georgia საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. კომპანია დაფუძნდა სულ რაღაც ხუთი წლის წინ, თურქი და ქართველი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით და უკვე აერთიანებს 13 შვილობილ კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის – სამშენებლო, ტურიზმის, სატრანსპორტო-საავტომობილო თუ წარმოების სექტორებში.

„Metro Avrasya Georgia JSC -ის მიზანია, ადამიანებისთვის შექმნას უფრო კომფორტული, გაცილებით თანამედროვე და უსაფრთხო ტრანსპორტირების გზები. ჩვენ გვინდა, რომ ბაზარზე გვიცნობდნენ როგორც სამაგალითო ორგანიზაციას, მომსახურების მაღალი კლასის კუთხით“, – აღნიშნა კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მეჰმედ აიაღმა. – „საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული, თავისუფალი და სანდო ქვეყანაა, აქ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ჩვენი პროექტების სისრულეში მოყვანა. ჩვენ დიდი გამოცდილება გვქონდა ავტოსადგურის მართვასთან დაკავშირებით, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ბათუმის პირველი საერთაშორისო ავტოსადგურის მფლობელები გავმხდარიყავით და იგი საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი კლასის ავტოსადგურად გვექცია“.

ამ მიზნით, კომპანიამ $14,000,000-ის ინვესტიცია განახორციელა, დაასაქმა 250 ადგილობრივი და შექმნა თანამედროვე მართვით აღჭურვილი მაღალი კლასის ავტოსადგომი, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ მოქალაქეთა გადაადგილებისათვის, არამედ უცხოელი მოგზაურებისთვის და უცხოეთში სამოგზაუროდ წამსვლელთათვის უსაფრთხო და საუკეთესო პირობებს ქმნის.

სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა ამით არ ამოიწურება. თბილისსა და ბათუმში კომპანია Metro Rent a Car-ის ორი ფილიალი ფუნქციონირებს. თბილისისა და ბათუმის ფილიალები დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მაღალი კლასის 40 მანქანას – როგორც დასაქირავებლად , ასევე ტრანსფერისთვის. 2016 წელს კომპანია გეგმავს მანქანების რაოდენობის 100-მდე გაზრდას და მათ კომერციულ თუ ფილო-გაქირავებას.

თუმცა სატრანსპორტო სფეროს მიღმაც არის ინვესტიციები: „ბევრი უცხოელი ტურისტისთვის აჭარა ძალიან მიმზიდველია, ამიტომ დავაფუძნეთ Adjara Tour-ი“ – ამბობს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯომარე. Adjara Tour-ი ტურისტული სააგენტოა, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივებს, ასევე აჭარაში შემოსულ ტურისტებს , სთავაზობს მათ სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტს და დასვენებისთვის ყველანაირ პირობას უქმნის.

კომპანია აქტიურია სამშენებლო სექტორშიც: შვილობილმა კომპანია Metro Atlas Georgia-მ 2015 წლის თებერვალში დაიწყო პროექტი MetroCity Batumi-ს განხორციელება. პროექტი 2016 წელს დასრულდება. იგი შედგება 2 კორპუსისგან, სადაც განთავსებული იქნება 464 ბინა. მთლიანი ფართის 65% უკვე გაყიდულია.

ასევე შენდება სასტუმრო EUPHORIA, სადაც 415 სასტუმრო ნომერი იქნება. „EUPHORIA-ში ჩვენ ვაპირებთ მოვაწყოთ საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზე იქნება გათვლილი. პროექტი ითვალისწინებს ასევე ბათუმში პირველი სავაჭრო ცენტრის Metrocity Forum-ისა და ყველაზე დიდი სამორინეს გახსნასაც“, – ამბობს მეჰმედ აიაღი.

2015 წელს დაიწყო Metro Pita -ს მშენებლობა, რომელიც წელს, ზაფხულში გაიხსნება. პროექტის ღირებულება $20 მილიონია. 101-ნომრიან სასტუმროში სამორინეც განთავსდება.

გარდა ამისა, კომპანიამ შეისყიდა „ინტურისტ ბათუმის“ 50 %-იანი წილი. „2016 წლისათვის სასტუმროში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას ვაპირებთ, რის შედეგადაც იგი გახდება მაღალი ხარისხის ბუტიკ-სასტუმრო –Metro Intourist Batumi“ – ამბობს მეჰმედ აიაღი.

კომპანია გასცდა ტურიზმის სექტორსაც. „ჯანდაცვის სექტორშიც აქტიურად ვსაქმიანობთ – ვახორციელებთ Atlas Medical-ის მშენებლობას. პროექტის განხორციელება დავიწყეთ 2015 წელს, რომელსაც მიმდინარე წელიწადში დავასრულებთ. ეს არის IVF (In vitro fertilization) ცენტრი“.

Metro Avrasya Georgia-ს შვილობილი კომპანიაა Metro Map-ი – პირველი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი ახორციელებს მექანიკურ და ელექტროსამუშაოებს. ასევე გახლავთ პირველი კომპანია ქვეყანაში, რომელიც წარმატებულად განახორციელებს თავის საქმიანობას საზღვარგარეთ.

გარდა Metro Map-ისა, სამშენებლო სექტორში Metro-სთან ასოცირდება MCM – სამშენებლო მასალების ექსპორტ-იმპორტიორი კომპანია.

„გამომდინარე ბაზრის მოთხოვნიდან, 2015 წელს ჩვენ დავაარსეთ ბეტონის მწარმოებელი კომპანია Metro Beton-ი, რომელიც დაბალ ფასად, მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ცემენტს ამზადებს. ინვესტიციის მოცულობა $2 მილიონია“, – ამბობს მეჰმედ აიაღი.

კიდევ ერთი შვილობილი კომპანია Metro Petrol-ი გაიხსნა 2015 წლის აგვისტოში და გეგმავს, რომ წელიწადში დაახლოებით 6000 ტონა საწვავი გაყიდოს.

ამას ემატება კვების მრეწველობაც –შვილობილი კომპანია Sampi Georgia კვების ექსპორტ-იმპორტის კომპანიაა.

„დაფუძნების დღიდან დღემდე, ჩვენ ვმუშაობთ, რათა მომსახურების დონე მუდმივად გავაუმჯობესოთ და ნებისმიერ სფეროში, რომელსაც ავითვისებთ, მაღალი კლასის სერვისი დავნერგოთ“ – აღნიშნა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მეჰმედ აიაღმა.