მოლდოვაში რუსეთის საელჩო საკონსულო სერვისების გაწევას აჩერებს

მოლდოვაში რუსეთის საელჩო საკონსულო სერვისების გაწევას აჩერებს

მოლდოვაში რუსეთის ფედერაციის საელჩო საკონსულო სერვისების გაწევას დროებით აჩერებს. მოლდოვის ოფიციალური პირების განცხადებით, გადაწყვეტილება დაკავშირებულია ქვეყნის ხელისუფლების ბრძანებასთან, საელჩოს პერსონალის შემცირებასთან დაკავშირებით.

საელჩოს მიერ შაბათს გავრცელებული განცხადებით, საკონსულო სერვისების გაწევა 5 აგვისტოდან, ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდება. აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს პროევროპელმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ არაერთგზის დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ქვეყანა მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობაშიც დაადანაშაულა.

მოლდოვის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთის საელჩოში პერსონალის რაოდენობის 80დან 25-მდე შემცირების გადაწყვეტილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და მოსკოვში, მოლდოვის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას შორის განსხვავებას აღმოფხვრის. „მათ არ აცხადებენ პერსონა ნონ გრატად. უბრალოდ, პარიტეტის დაცვას ცდილობენ“, – განაცხადა იგორ ზახაროვმა, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა.

პერსონალის შემცირების ბრძანება პრესაში გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საელჩოს სახურავზე სათვალთვალო მიზნით, ოცზე მეტი ანტენა იყო განთავსებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ პირობა დადო, რომ მოსკოვი, უახლოეს პერიოდში, საპასუხო ზომებს აუცილებლად მიიღებს.