მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორები

მსოფლიოს უმსხვილესი იმპორტიორები

გასულ წელს, მსოფლიოში იმპორტმა $18,024,027,127,049 შეადგინა, აქედან ტრილიონ დოლარს იმპორტი მსოფლიოს სამ ქვეყანაში გადასცდა: აშშ – $2,409,495,095,621, ჩინეთი – $1,841,889,000,000 და გერმანია $1,167,034,890,450. 

მსოფლიო სავაჭო ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საქართველოში იმპორტი გასულ წელს 7,981,300,000 დოლარს შეადგენდა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში 103-ე ადგილზეა. 

მსოფლიოს უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში შედის იაპონია $671,920,750,728 დოლარით და გაერთიანებული სამეფო 644,055,074,520 დოლარით. 

რეიტინგში საქართველოზე ორი საფეხურით წინ არის მეზობელი აზერბაიჯანი 8,600,000,000 დოლარიანი წლიური იმპორტით, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობა საქართველოსას დაახლოებით 3-ჯერ აღემატება. 

გასულ წელს საქართველოში იმპორტი გაიზარდა. ყველაზე მეტი პროდუქცია ქვეყანას თურქეთიდან, რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოაქვს. უმსხვილესი საიმპორტო პროდუქცია კი ნავთობპროდუქტები (მთლიანი მოცულობის 8.8%), მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი მოცულობის 6%) და სამკურნალო საშუალებებია (მთლიანი მოცულობის 4.3%.