საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2018-2021 წლების ძირითადი მონაცემების და მიმართლებების დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობა 5.5%-იანი ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2019, 2020 და 2021 წლებში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6%-ით გაიზრდება. 2018 წელს ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 4 287 დოლარამდე უნდა გაიზარდოს. 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
2018 წელს საქართველოს მთლიანმა შიდა პროდუქტმა დაახლოებით 40 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 10.1%-ის დონეზე იქნება.