ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.6 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასები 0.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 0.2% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 0.2%-ით გაძვირდა. წინა თვესთან შედარებით, ნოემბერში ყველაზე მეტად (1.8%-ით) ტრანსპორტი გაძვირდა. 0.6%-ით გაძვირდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები. 0.3%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად (10.5%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. ჯანმრთელობის დაცვის ფასი 1.5%-ით გაიზარდა, კავშირგაბმულობა 3.9%-ით გაძვირდა. 3.7%-ით მოიკლო ტრანსპორტის ფასებმა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კი 5.6%-ით გაიაფდა.