კომპანია Pepsi-ი SodaStream-ს $3.2 მილიარდად შეიძენს. კომპანია სპეციალურ დანადგარებს აწარმოებს, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ტიპის სასმელის მომზადება სახლის პირობებშია შესაძლებელი.
SodaStream 1903 წელს ბრიტანეთში დაფუძნებული ისრაელური კომპანიაა. Pepsi კომპანიის თითო აქციაში $144-ს გადაიხდის, რაც 10%-ით აღემატება ნიუ-იორკის ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასს. გარიგების დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.
Pepsi-ს გადაწყვეტილებას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ მსოფლიოში გაზიან და შაქრიან სასმელებზე მოთხოვნა მცირდება, ამ გზით კი კომპანია ცდილობს ჯანსაღი გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე მოხვდეს.