საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 403.3 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 3.7%-ით მეტია 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე.
2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (97 მლნ დოლარი), თურქეთი (82 მლნ დოლარი) და გაერთიანებული სამეფო (80 მლნ დოლარი).
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (141 მლნ), საფინანსო სექტორში (80 მლნ) და უძრავ ქონებაში (80).
ფრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი