საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 125 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 28%-ით (50 მლნ დოლარით) ნაკლებია 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებზე. 125 მლნ დოლარი ბოლო 12 წლის პირველი კვარტლის მინამალური მაჩვენებელია.
ინვესტიციები ყველაზე მეტად – 81 მლნ დოლარით კავშირგაბმულობის სექტორში შემცირდა. შემდეგ მოდის სასტუმროების და რესტორნების სექტორი 13.4 მლნ დოლარიანი შემcირებით. 11 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის დარგში.
ყველაზე მეტი, 94 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია საფინანსო სექტორში შემოვიდა.
2021 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (88 მლნ დოლარი), რუსეთი (32 მლნ დოლარი) და თურქეთი (24.5 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად აშშ-დან შემცირდა – 88 მლნ დოლარით.
უცხოური ინვესტიციები საქართველოში 2021 წლის პირველ კვარტალში , მლნ დოლარი
წყარო: საქსტატი