პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან 34 წლის გასვლის აღსანიშნავად ასიათასობით მოქალაქე შეიკრიბა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული მარშის მიზანი წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნებისათვის მოსახლეობის განწყობების გაზომვა იყო.
ქვეყნის დედაქალაქში ასიათასობით დემონსტრანტი პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან შეიკრიბა და მემარჯვენე, ნაციონალისტური ადმინისტრაციის მმართველობა გააპროტესტა. მოსახლეობა პოლონეთის მთავრობას კონსტიტუციის უგულებელყოფასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. პროტესტის ორგანიზატორების განცხადებებით, დემონსტრაციას მილიონამდე პროტესტანტი შეუერთდა.
ცნობისათვის, შემოდგომაზე პოლონეთში არჩევნებია დაგეგმილი. წინასწარი კვლევების თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომი და პოლონეთის მთავრობის მიერ კრემლის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედ ხელისუფლებას დიდ მხარდაჭერას მოაპოვებინებს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი უკრაინისათვის მიწოდებული დახმარებით ევროპულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. ქვეყნის მთავრობა უკრაინაში არა მხოლოდ საკუთარ შეიარაღებას გზავნის, არამედ სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდებს საჭირო ტექნიკის გაგზავნისაკენ.