2017 წელს საქართველოდან ექსპორტმა 2 728.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 29,1%-ით მეტია.
2017 წელს, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 419.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 306.9 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 234.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი, თურქეთი და აზერბაიანია.
სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქრთველოს 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია, რეექსპორტის გამოკლებით შემდეგია:
• შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა – საქმიანობა: ღვინის წარმოება
• აიდიეს ბორჯომი საქართველო – საქმიანობა: მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამოსხმა და წარმოება
• შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია – საქმიანობა: ფეროშენადნობი მასალებით ვაჭრობა (საბითუმო); ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
• სს RMG Copper – საქმიანობა – ფერადი ლითონების წარმოება
• შპს RMG Gold – საქმიანობა – ძვირფასი ლითონების და ქვების წარმოება
• შპს ჯორჯიან მანგანეზი – საქმიანობა: მანგანუმის მოპოვება; სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება; ფეროშენადნობი მასალებისა და ფოლადის წარმოება
• შპს აჭარა ტექსტილე – საქმიანობა: სამკერვალო ფაბრიკები და ატელიები
• სს რუსთავის აზოტი – საქმიანობა: აზოტის, ქიმიური პროდუქციისა და ნედლეულის წარმოება
• შპს მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია – საქმიანობა: მეტალის კონსტრუქციების წარმოება
• შპს “Caucasian Metals Terminal” – საქმიანობა: ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ამასთან საქსტატი არ გასცემს ინფორმაციას კონკრეტულად რა მოცულობის ექსპორტი განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა.