ჰონგ-კონგში მშობლები შვილების განათლებაზე საშუალოდ $130,000 ხარჯავენ. აღნიშნული თანხა მოიცავს როგორც დაწყებით სკოლას, ასევე კოლეჯს.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აღნიშნული მაჩვენებელი $100,000 -ია, ხოლო სინგაპურში კი $70,000.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სადაც მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტიდან 6 მდებარეობს, მშობლის დანახარჯი შვილის სწავლაზე საშუალოდ $58,000-ია.
HSBC-ის კვლევის მიხედვით, 15 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი დანახარჯი ფრანგ მშობლებს აქვთ და ის $16 708-ს შეადგენს. ამასთან, ფრანგი მშობლების მხოლოდ 24%-ია დარწმუნებული თავიანთი შვილების „კარგ მომავალში“, – მაშინ როდესაც მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 75%-ია.
HSBC-ის კვლევით, ყველაზე ოპტიმისტურად შვილების მომავლის მიმართ ინდოეთში (87%) და ჩინეთში (84%) არიან განწყობილი.
მსოფლიოში საკუთარ შვილს სწავლას მშობლების 87% უფინანსებს. დაფინანსებაში შედის სწავლის გადასახადი, წიგნების, სასკოლო ფორმისა და საერთო საცხოვრებლის ფასი.
რაც შეეხება მშობლების სასურველ პროფესიებს მათი შვილებისთვის, – კვლევის მიხედვით, მშობლების 13%-ს სურს, რომ მისი შვილი სამედიცინო სფეროში დასაქმდეს, 11%-ს კი ბიზნესისა და ფინანსების სფეროში.
HSBC-ის კვლევაში მონაწილეობა მსოფლიოს 15 ქვეყნის 8481 მშობელმა მიიღო.