სავალუტო ოფციონი (ინგლისურად Foreign Exchange Option) არის სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელსაც ეროვნული/ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის რეზერვების შესავსებად იყენებს. სავალუტო ოფციონი უფლებას აძლევს მის მფლობელს, მომავალში ლარი (უცხოური ვალუტით) დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსით იყიდოს ეროვნული ბანკისგან. ბანკები ლარის ყიდვის უფლებას (ოფციონს) გამოიყენებენ მაშინ, როდესაც ბაზარზე ლარს გამყარების ტენდენცია ექნება, ანუ ბაზარზე ლარი უფრო მყარი იქნება, ვიდრე ოფიციალური გაცვლითი კურსია.
ეროვნული ბანკი სავალუტო ოფციონებს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემის აუქციონის პლატფორმაზე ყიდის. ოფციონის აუქციონზე მონაწილეობის უფლება კომერციულ ბანკებს აქვს. თუ ოფციონის მოქმედების პერიოდში ბანკმა არ გამოიყენა ოფციონი, იგი გადახდილი პრემიის ბანკისათვის დაბრუნების გარეშე უქმდება.