რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2020 წელს?

რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2020 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ -1% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2020 წლის წლიური ინფლაციის დონე 2.4%-ია.

2020 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 9.6%-ით ჯანმრთელობის დაცვა გაძვირდა. შემდეგ მოდის ავეჯი და საოჯახო ნივთები 9.5%-ით. 6.8%-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 43%-ით ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი გაძვირდა. შემდეგ მოდის მზესუმზირის ზეთი 42%-ით. წიწიბურა 38%-ით გაძვირდა, სტომატოლოგის მომსახურება 32%-ით. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 32%-ით გაძვირდა.

ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2020 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.