რა გაიაფდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

რა გაიაფდა ყველაზე მეტად 2018 წელს?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2018 წლის წლიური ინფლაციის დონე 1.5%-ია.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 4.9%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა, ხოლო ყველაზე მეტად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა – 6.6%-ით.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად – 44%-ით ნიორი გაიაფდა, შემდეგ მოდის ვაშლი 37%-ით. ლიმონი 33%-ით გაიაფდა, წიწიბურა 32%-ით. ტანსაცმლიდან ყველზე მეტად ქალის საზაფხულო კაბა გაიაფდა – 21%-ით.

ცხრილი: პროდუქცია, რომელიც 2018 წელს ყველაზე მეტად გაიაფდა

             slide30

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური