Bloomberg-ი რობინ ჰუდის ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს. ინდექსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმდიდრესი პირების ქონების მიხედვით ითვლის, თუ რამდენი ხანი შეძლებდნენ ისინი საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო ხარჯების დაფარვას.
რეიტინგში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ამჟამად Bloomberg-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 304-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება გამოცემას $5,8 მილიარდად აქვს შეფასებული.
რობინ ჰუდის ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონებით სახელმწიფო ხარჯების დაფარვა 430 დღის განმავლობაში მოხდება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს დღიური სახელმწიფო ხარჯი $13 მილიონს აღემატება. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება ქვეყანას ამ პირობებში 430 დღის განმავლობაში ეყოფა.
ამავე გამოთვლით, Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება, რომელიც $99 მილიარდს აღემატება ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ 5 დღის განმავლობაში ეყოფა. ჯეკ მას ქონება კი ჩინეთის სახელმწიფოს მხოლოდ 4 დღით შეინახავდა.