რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

რამდენი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ვალუტის გადამცვლელი პუნქტია საქართველოში

საქართველოს ეროვნულო ბანკის მონაცემებით, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოში 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 168 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი იყო. 2015 წლის შემდეგ მიკროსაფინანსოების რიცხვი 2 ახალი ორგანიზაციით გაიზარდა, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს 7 ახალი დაწესებულება შეემატა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა 2007-2011 წლებში. 2011 წლის შემდეგ მხოლოდ 9 ერთეულით გაიზარდა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა 2005 წელთან შედარებით გაორმაგებულია, თუმცა მაქსიმუმს 1 624-ს 2010 წელს აღწევდა. 2010-დან 2012 წლამდე კლების ტენდენცია ჰქონდა, 2013 წლიდან კი გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა მატულობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *