ნაურუს, ეთიოპიის, თურქმენეთის, კატარის, ჩინეთისა და უზბეკეთის ეკონომიკები ბოლო 10 წელია მსოფლიოში ყველაზე სწრაფად იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, Global Finance-მა ბოლო 10 წელში, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად და ნელა მზარდი ქვეყნები გამოავლინა.
ნაურუს ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელში საშუალოდ 16% შეადგინა. მსოფლიოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა ბოლო წლებში მხოლოდ რამოდენიმე სახელმწიფომ შეძლო. ასე მაგალითად, სიაში ნომერ მეორე ქვეყნის ეთიოპიის მშპ-ს ზრდის ტემპმა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 9,8% შეადგინა. მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპი კი ორნიშნა ბოლოს 2010 წელს იყო, ხოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელმა 8.2% შეადგინა.
ბოლო 10 წელში ყველაზე სწრაფად შემდეგი ქვეყნების ეკონომიკები გაიზარდა:
ნუარუ – 16%
ეთიოპია – 9.8%
თურქმენეთი – 9.5%
კატარი – 8.2%
ჩინეთი – 8.2%
უზბეკეთი – 8%
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელში საშუალოდ 3,5% შეადგინა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 82-ე ადგილზეა.
წლების მიხედვით საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპი IMF-ის მონაცემებით, შემდეგი იყო:
2008: 2,4%
2009: -3.7%
2010: 6.2%
2011: 7.2%
2012: 6.4%
2013: 3.4%
2014: 4.6%
2015: 2.9%
2016: 2.7%
საქართველო ამ მაჩვენებლით უსწრებს აზერბაიჯანს, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 2008 წელს 10.8% იყო, ბოლო ორი წელია კი ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის და საბოლოოდ 10 წელში საშუალოდ აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,1%-ით გაიზარდა. საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ სომხეთში, 10 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 1,8% იყო, რუსეთში 0,9%, თურქეთში კი 4,5%.