სამ ათწლეულზე დიდი ხნის წინ, 1988 წელს დაარსებული ამერიკული BlackRock-ი დღეს კაპიტალის მართვის კუთხით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა. ის $9 ტრილიონის ღირებულების კაპიტალს აკონტროლებს. BlackRock-ის პორტფელს ინვესტორები სახელმძღვანელოდ ხშირად იყენებენ. სტატიაში წაიკითხავთ, თუ როგორ არის დაკომპლექტებული BlackRock-ის პორტფელი და რომელი კომპანიების წილს ფლობს იგი. მონაცემები BlackRock-ის 2023 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელზეა დაფუძნებული.
გასაკვირი არ არის, რომ BlackRock-ის მართვის ქვეშ წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, Apple-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Google-ის კაპიტალია. გარდა ამისა, BlackRock-ს ნახევარგამტარების მწარმოებელი ორი უმსხვილესი ამერიკული კომპანიის, Nvidia-სა და Broadcom-ის საკმაოდ დიდი წილიც აქვს.
მთლიანობაში, ტექნოლოგიური კომპანიები BlackRock-ის 25 ყველაზე მსხვილი კაპიტალდაბანდების 39%-ს შეადგენს. BlackRock-ის პორტფელში მეორე ყველაზე დიდი სექტორი 13%-ით ჯანდაცვის ინდუსტრიაა.
| რეიტინგი | კომპანია | ინდუსტრია | კაპიტალის ღირებულება ($, მილიარდი)  | 
| 1 | Apple | Tech | $171 | 
| 2 | Microsoft | Tech | $155 | 
| 3 | Amazon | Consumer Discretionary | $63 | 
| 4 | Nvidia | Tech | $51 | 
| 5 | Google (Class A) | Communications | $44 | 
| 6 | Google (Class C) | Communications | $38 | 
| 7 | Tesla | Consumer Discretionary | $37 | 
| 8 | UnitedHealth Group | Health Care | $35 | 
| 9 | Meta | Communications | $32 | 
| 10 | Berkshire Hathaway (Class B) | Finance | $32 | 
საინტერესოა ისიც, თუ რომელ კომპანიებში ფლობს BlackRock-ი ყველაზე დიდ წილს. 8.24%-ით ყველაზე დიდი წილი BlackRock-ს Merck&Co-ში აქვს. 8%-იანი წილი აქვს კომპანიას UnitedHealth Group-ში.
კომპანია  | %, წილი  | 
| Merck&Co | 8.24% | 
| UnitedHealth Group | 8.02% | 
| Berkshire Hathaway (Class B) | 7.98% | 
| PepsiCo | 7.96% | 
| AbbVie | 7.86% | 
| Home Depot | 7.60% | 
| Nvidia | 7.44% | 
| Microsoft | 7.22% | 
| Coca-Cola Co | 7.20% | 
| Broadcom | 7.16% | 
								
								














